სკოლის წარდგინება
- 116-ე საჯარო სკოლა "ევროსკოლა" დაარსდა 1937 წელს.
- 1990 წლამდე გაძლიერებული უცხო ენების სწავლების რუსული საშუალო სკოლა.
- დედაქალაქის რუსულენოვანი ელიტის საყვარელი სკოლა.
- 1990 წლიდან ქართულ-რუსული სკოლა. სკოლაში ფუნქციონირებს ქართული და რუსული სექტორები -60% /40%.
- რეფორმის შემდეგ სკოლა გადავიდა მარკეტინგულ მართვაზე და ინოვაციების დანერგვაზე.
- სკოლა მუშაობს უცხო ენებისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სეგმენტზე, ის გამოირჩევა ადამიანური რესურსების განსაკუთრებული სიძლიერით: უცხო ენების კათედრა, ტექნიკური კათედრა.
- სკოლაში მოღვაწეობს სამი პროფესორი, მწერალი, კომპოზიტორი...
- სკოლა მდებარეობს საქართველოში ყველაზე მაღალი კონკურენციის ზონაში.
- სკოლის კონტიგენტი შეადგენს 1146 მოსწავლეს, ყოველწლიური ზრდა - 8%.
- სკოლაში ხორციელდება მოწინავე ევროპული მენეჯმენტი /მიზნობრივი ბაზრი კვლევა - კომუნიკაციის სამსახური; უსაფრთხოების მაღალი დონე - კონტროლინგის სამსახური; სწავლების მაღალი ხარისხი - ხარისხის მართვისა და ინოვაციის სამსახური; მენეჯერთა საბჭო.../
- სკოლას გააჩნია მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოტივაციის საკუთარი სისტემა.
- პედაგოგებთან დადებული აქვს საუკეთესო შრომითი ხელშეკრულება.
- სკოლაში მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არ მომხდარა არცერთი მძიმე კრიმინალური შემთხვევა.
- სკოლას გააჩნია მაღალი ტექნოლოგიური დონე - სრული კომპიუტერიზაცია და ინტერნეტიზაცია, საკუთარი ტელე-რადიო მაუწყებლობა, ლინგაფონის კომპიუტერული ლაბორატორია.
- სკოლა სთავაზობს მშობლებს გახანგრძლივებულ სააღმზრდელო და დამატებით საგანმანათლებლო მომსახურეობას.
- სკოლას მეგობრული კავშირები აქვს დამყარებული ა.შ.შ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ინდოეთის საელჩოებთან, ასევე შავი ზღვისა და მოსკოვის ''თანამედროვე ჰუმანიტარულ აკადემიასთან".
- 116-ე საჯარო სკოლა არის ა.შ.შ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ''Flex'' -ის პროგრამის ლიდერი საჯარო სკოლებს შორის.
- სკოლა არის საქართველოს აბსოლიტური რეკორდსმენი.
- ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთა ოდენობის მიხედვით - 85 ნომინანტი (2008 წ.)
- პერსონალური კომპიუტერების ლაურეატთა მიხედვით - 53 (2008წ.)
- საქართველოს და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით - 367 (89%)
- უახლოეს მომავალში სკოლაში დაინერგება ინდივიდუალური დისტანციური სწავლების უნიკალური სისტემა, ''ტელესკოლა'' - მესამე ათასწლეულის განათლება.
- სკოლაში ჩამოყალიბდება პროფესიონალური საესტრადო ანსამბლი ''ვარსკვლავების ფაბრიკა''.